პოლიტიკა

2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

17.05.19 14:00


2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს. ცესკოს ინფორმაციით, აკრედიტაცია გაიარა 45 მედიასაშუალებამ და 1917 აკრედიტირებულმა წარმომადგენელმა. ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია.

შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედური არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებულია: 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი; 7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი; 45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი.

ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ სტატისტიკის დოკუმენტში“, - აღნიშნულია ცესკოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები