მსოფლიო

საფრანგეთში ეკლესიაში შეჭრილი თავდამსხმელები მოკლეს

26.07.16 19:35


ორი მამაკაცი, რომლებსაც საფრანგეთში ეკლესიაში მძევლები ჰყავდათ აყვანილი, მოკლეს, – ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია სასულიერო პირი, მას ყელი გამოსჭრეს.

ეკლესიასთან მობილიზებულები არიან სასწრაფო დამხარების ბრიგადები და სპეცრაზმი.

დანებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ნორმანდიის რეგიონში, ეკლესიაში რამდენიმე ადამიანი დღეს დილით აიყვანა მძევლად.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მძევლად აყვანილი იყო 4-დან 6-მდე ადამიანი, მათ შორის ღვთისმსახური და ორი მონაზონი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 910


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები