პოლიტიკა

ბახტაძე: საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს

17.05.19 17:00


საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს, - ამ სიტყვებით მიმართასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ზემო აჭარის განსაკუთრებულ დატვირთვას და აღნიშნა, რომ ყველაზე უკეთ სწორედ იქ იგრძნობა სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული აზროვნება.

„ჩემთვის ზემო აჭარაში სტუმრობა ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია.

აქ ძალიან მაგარი ხალხიცხოვრობს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემებია საქართველოს მთაში, ყველგან, მაგრამ მინდა,განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ საქართველოს მთა შეუნარჩუნეთ. მთაზე დიდი სიმდიდრეჩვენ არ გვაქვს. ამის ილუზია არავის არ ჰქონდეს. საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამმთას ამაგრებს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს.

მამუკა ბახტაძე მოსახლეობას აჭარის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზეც ესაუბრა. მთავრობის მეთაურის დავალებით, ღორჯომში მაღალი ხარისხის სამედიცინო პუნქტის მშენებლობა წელსვე დაიწყება.

„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებზეც ათწლეულების განმავლობაშისაუბრობდნენ, ან იწყებდნენ და არ აკეთებდნენ. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მშენებარე გზა, რომელსაც უმოკლეს ვადაში დავასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ასევე ეს არისსტრატეგიული და ეროვნული მნიშვნელობის გზა საქართველოსთვის. ის ახალ სიცოცხლესა და ენერგიასშემოიტანს ამ ულამაზეს კუთხეში”, - განაცხადა პრემიერმა.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში ახალი, თანამედროვე სკოლები, საბავშვო ბაღები და პროფესიული სასწავლებლები აშენდება.

„ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე.

იცით ჩემი დამოკიდებულებაგანათლების მიმართ. ჩვენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. გპირდებით, საქართველოში ყველგან და პირველრიგში თქვენს კუთხეში იქნება ყველაზე მაგარი სკოლები და ბაღები, რაც დღეს აქ პრობლემაა და ამასაუცილებლად მოვაგვარებთ. გაიხსნება ყველაზე მაგარი პროფესიული სასწავლებლები, სადაც თქვენი შვილებიდა მომავალი თაობები საუკეთესო განათლებას მიიღებენ, რადგან თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც წიგნი დაშრომა ყველაზემეტად უყვარს. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს.

მთავრობის მეთაურისა და მოსახლეობის შეხვედრა ღორჯომის ბიბლიოთეკაში გაიმართა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები