პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

17.05.19 17:40


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ესტონეთის პრემიერი იური რატა ტალინში გამართული შეხვედრისას მიიწვია.

„ესტონური მხრიდან არსებობს მზაობა და ქართულ მხარეს აქვს მაღალი მოლოდინი, რომ კონფერენციას ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენელიც დაესწრება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგად ესტონეთში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა და საქართველომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიიღო მხარდაჭერა ყველა იმ წამოწყებაში, რასაც საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში ახორციელებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობას და განსაკუთრებული ხაზი გაესვა განათლების მიმართულებით ესტონეთთან წარმატებულ ურთიერთობებს. არაერთი ქართველი სტუდენტი მაღალკვალიფიციურ განათლებას იღებს ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მიხეილ ნინუას განცხადებით, ასევე მივიღეთ მხარდაჭერა ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.






წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები