საზოგადოება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედანზე აქცია იწყება

17.05.19 18:00


ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობა იკრიბება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში "ქართული მარშიც" იღებს მონაწილეობას.

მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარისკენ გაემართებიან, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს. მსვლელობა სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტით დასრულდება.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეს საქართველოს პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები