საზოგადოება

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

20.05.19 13:30


31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.

ის ავტოავარიის შედეგად თბილისში, სოფელ ნორიოსთან გარდაიცვალა.

თანასოფლელები ამბობენ, რომ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

შემთხვევა 18 მაისს მოხდა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

„საკუთარ მანქანაში მარტო იყო, საჭესთან თავად იჯდა. დეტალები არ ვიცით. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა ჰქონია“, - ამბობენ თანასოფლელები.

გ.გ. თბილისში მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში ხუთშაბათს დაკრძალავენ.

მომხდარზე გამოძიება ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციამ სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. უწყებაში განმარტავენ, რომ იმის გამო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა, გამოძიება ამ მუხლით დაწყო და შემდეგ გადაკვალიფიცირდება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები