პოლიტიკა

"საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი" - სანდრა რულოვსი

20.05.19 14:00


გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდი მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, საარჩევნო შტაბში მხარდამჭერებს ხვდება და მათ სამოქმედო გეგმას აცნობს. რულოვსის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები შუალედური არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

რულოვსი თვლის, რომ სანამ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი მართავს არჩევნებს აზრი არ აქვს:

"ყველა სოფელსა და უბანს მოვივლით, გავაგებინებთ ხალხს, რომ, ჩვენ ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია. ამ საპროტესტო ტალღით ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი. როცა ის აღარ იქნება მაშინ არის შესაძლებელი ნორმალურ არჩევნებზე საუბარი. ამიტომ მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ყველა ჩვენ ამომრჩეველს. ჩვენს თითოეული გუნდის წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს, მოხალისეებს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს"- განაცხადა სანდრა რულოვსმა

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას პარტიაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებიან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები