პოლიტიკა

ლაგარდი ბახტაძეს: ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმა, რომელსაც ახორციელებთ და მინდა მოგილოცოთ

20.05.19 16:10


მინდა მოგილოცოთ, ძალიან შთამბეჭდავია განათლების რეფორმის პროგრამის ხარისხი, ბაღიდან უმაღლესი განათლების და მეცნიერების ჩათვლით.

ამ სიტყვებით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სსფ-ის მმართველი დირექტორის შეფასებით, ხარისხი გადამწყვეტია და საქართველოში არის ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი პლატფორმა.

„მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით და ინვესტორებისთვის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ქვეყნისგანვითარებისთვის, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის, რაც არის დამოუკიდებლობის გარანტი,საქართველოში არსებობს რეფორმების განმაპირობებელი პლატფორმა. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ბატონო პრემიერო”, - მიმართა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები