მსოფლიო

ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში გაიმართება

26.07.16 20:05


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში 9 აგვისტოს გაიმართება, იუწყება რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი.

პუტინის პრეს-მდივნის განმარტებით, შეხვედრის გამართვისთვის სანკტ-პეტერბურგი ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი დათანხმდა.

ორი ქვეყნის პირველი პირის შეხვედრამდე „როსსელხოზნადზორისა“ და ტურისტული სფეროს წარმომადგენლები თურქეთს მოინახულებენ, განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა.

„ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე, უახლოეს დღეებში, ტურისტული და „როსსელხოზნადზორის“ მიმართულებით ექსპერტებმა უნდა მოახერხონ თურქეთში გამგზავრება და დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე შესაბამისი შეფასებების გაკეთება“, — განაცხადა დვორკოვიჩმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები