პოლიტიკა

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

22.05.19 12:00


თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც.

"რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში გარკვეული რეგულაციები შემოდის სამშენებლო მიმართულებით. ძველი თბილისის არეალი, ისტორიული ნაწილი ეს არის ის არეალი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება.

სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები და უნდა მოწესრიგდეს.

მორფოლოგია, იერსახე ეს ყველაფერი არის ის მიმართულებები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რეგულაციებს რაც შეეხება, არაერთი კომუნიკაცია გვქონდა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან და მათ გავაცანით ჩვენი მიდგომები, დამოკიდებულება და ყველამ მოიწონა და ეთანხმება, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ძველი თბილისი, შევინარჩუნოთ რითაც ვამაყობთ ყველა. აუცილებელია ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც აქვს ისტორიული ნაწილი, არის ეს მიდგომა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულები იქნებიან ექსპერტები, სამშენებლო სექტორი, დეველოპერები და კიდევ ერთხელ გავაცნობთ მათ ხედვას და გავაკეთებთ პრეზენტაციას. ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიდგომა და დამოკიდებულება",- განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები