მსოფლიო

სააკაშვილს ოდესის მეორე სიღნაღად გადაქცევა სურს

26.07.16 20:45


ოდესაში მალე ქორწინების რეგისტრაციის სადღეღამისო ცენტრი გაიხსნება, სადაც რეგისტრაციის გავლა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი, ინიციატივა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა, რომ ქორწინების დარეგისტრირების სადღეღამისო ცენტრის საპილოტე პროექტი უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, ოდესაში, ლვოვში, მარიუპოლსა და ხერსონში უკვე ჩაშვებულია. ამასთან, მინისტრის სიტყვებით, მომავალი წლიდან ასეთი ფორმატი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმოქმედებს.

როგორც ქალაქ ოდესის ვებგვერდზეა ნათქვამი, სააკაშვილმა ამ დღეებში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს ქორწინების სახლი ტურისტულ ტრენდად უნდა იქცეს.

ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი სააკაშვილის იდეისადმი ნეგატიურადაა განწყობილი. თუმცა გუბერნატორმა განმარტა, რომ არ აპირებს ქალაქის საბჭოს ბიუროკრატიისთვის ანგარიშის გაწევას და ქორწინების სახლს აუცილებლად ააშენებს.

24-საათიან რეჟინში ქორწინების დარეგისტრირება საქართველოში სიღნაღშია შესაძლებელი, რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები