საზოგადოება

აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს

22.05.19 16:50


საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობს.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აკაკი ზოიძემ საქართველოში საჯარო და კერძო პარტნიორობის გამოცდილებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა “ც” ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას, როგორც პარტნიორობის საუკეთესო და დადებით გამოცდილებას. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რაც გონივრული რეგულაციების გარეშე „ჯანდაცვის ბაზარზე” კერძო სექტორის დომინირების შედეგად წარმოიქმნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის სესიის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს პარლამენტართა გლობალური ქსელის დაფუძნებაში, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მიღწევის ხელშეწყობაა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები