საზოგადოება

ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

22.05.19 17:30


ლექტორის მხრიდან სტუდენტზე სექსუალური შევიწროების კიდევ ერთი სკანდალი - ირკვევა, რომ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი, დაახლოებით, ორი წლის წინ ერთ-ერთ ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, გამოძიება არ დასრულებულა.

ცოტა ხნის წინ კი ამ ლექტორს, რომელსაც, დაახლოებით, ორი წლის წინ სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. აღნიშნულია ფაქტი სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიზეზი გახდა. ფემინისტთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა და შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდა, რომ მსგავსი გადაწყვტილებების მიღებისას უფრო ფრთხილები იყვნენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები მხოლოდ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ხდება და მსგავს შემთხვევებს სხვა სასწავლო დაწესებულებებშიც აქვს ადგილი.

"პირველ ფაქტზე, პრაქტიკულად, არანაირი რეაგირება არ მომხდარა არც სახელმწიფოს მხრიდან, გარდა იმისა, რომ მოკვლევა დაიწყო, მაგრამ რა შედეგით დასრულდა, არავინ იცის. იმ დროისთვის არ არსებობდა სექსუალური შევიწროების კანონი. ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი ის იყო, რომ ის ადამიანი, რომელზეც არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ის შეიძლება ყოფილიყო სექსუალური შევიწროების განმხორციელებელი, გახდა ბათუმის საპატიო მოქალაქე. პოზიტიური ამ ამბავში ის არის, რომ სტუდენტმა ხმამაღლა ისაუბრა ამ თემაზე. როგორც უნივერსიტეტი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ეთიკის საბჭომ დაიწყო მოკვლევა, მაგრამ თავად რექტორის და ადმინისტრაციის კომენტარი ამაზე იყო არც ისე სახარბიელო იმიტომ, რომ ისინი ცალსახად არ გმობენ, თითქოსდა, არ ემიჯნებიან ამ ფაქტს,“ - განაცხადა ფონდის ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” საქართველოს ოფისის კოორდინატორმა, იდა ბახტურიძემ.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები