პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

23.05.19 10:00


პოლონეთი ევროპაში საქართველოს ელჩი იქნება, - აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პოლონეთის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკიმ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პოლონეთის აქტიური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს და აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ის ეყრდნობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის მიმდინარე ეტაპზე.

პრეზიდენტმა პოლონელ სტუმართან რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილა. პოლონეთის სენატის მარშალმა საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში, 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლის იუბილეზე მიიწვია, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები