პოლიტიკა

შემცირდა თუ არა უმუშევრობა საქართველოში - ოპოზიცია "ოცნებას" სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს

23.05.19 10:15


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ანგარიში სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარმოადგინა.

ყველაზე მეტი გამოხმაურება დეპუტატების მხრიდან საქსტატის ხელმძღვანელის მოხსენების იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც მან თქვა რომ საქართველოში უმუშევართა რაოდენობა ბოლო 15 წლის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა. სხდომაზე თოდრაძეს ამ განცხადების განმარტება მოუხდა და განაცხადა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა არ შემცირებულა, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც სამსახურს არ ეძებს:

„უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა ბოლო მონაცემების მიხედვით და ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ნაწილი დაქირავებულთა კატეგორიაში გადავიდა. და თუ დავაკვირდებით ტენდენციას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადასულია ეკონომიკურად არა აქტიურ მოსახლეობაში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ გარკვეულმა კატეგორიამ დაკარგა რაღაც სამუშაოს იმედი და თუ აღარ ეძებს მეთოდოლოგიის მიხედვით გადადის უკვე არასამუშაო ძალაში,“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ოპოზიციის განცხადებით ხელისუფლება ვირტუალურ რეალობას ქმნის.

მათი თქმით, "ქართული ოცნება" ოფიციალურ მონაცემებს აყალბებს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა უმძიმესი პრობლემაა.

„თუ „გვახარებთ“ ბარემ ბოლომდე „გაგვახარეთ“ რა. დაწერეთ ეს ეკონომიკური ზრდა რომ არის 8 %, რომ სიღარიბე საერთოდ აღარ არის. ეს ნახევარ ზომები რად გინდათ?! თუ გაყალბებაა ბოლომდე იყოს, რომ ხალხიც ბედნიერი იყოს. მე გთხოვთ რა, რახან უკვე უკაცრავად ამ სლენგისთვის ფეხებზე დაიკიდეთ რეპუტაცია და სტანდარტი, ბოლომდე გამართული და ბედნიერი ციფრები დავწეროთ,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები