პოლიტიკა

გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

23.05.19 10:30


საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პუგლისის შეხვდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში.

გიორგი გახარიამ, როსარია პუგლისის, ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციისა და მიზნების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები