საზოგადოება
23.05.19 12:15
„საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ ქვეყანა ეფექტიანად იყოს ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ), სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის – საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის ცენტრი იხსნება და მსურს, ჩვენს მეგობრებს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადავუხადო. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას აქვს მხოლოდ ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მესამე იქნება, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა, ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს დაფარავს. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებაში თავის წვლილი შეიტანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ისტორიული როლი, რაშიც, უპირველესად, საგანმანათლებლო კერის როლი იგულისხმება.
„ეს არის ის, რაც საქართველოს ისტორიულად ჰქონდა და რითაც თითოეული ქართველი განსაკუთრებით ამაყობს. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას წმინდა პრაგმატული მომენტებიდან გამომდინარე, ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი, სიმბოლური და ემოციური დატვირთვაც. ამასთან ერთად, ვფიქრობ, ეს არის აღიარება რეფორმების, ახალი მიდგომების, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, აქ უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს. ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვითარდება და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არამარტო არ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ, ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებული და გაბედული ნოვატორულ მიდგომებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გვაქვს პოტენციალი, რომ დაახლოებით 2 მილიარდის სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ დაახლოებით 2 მილიარდის სამედიცინო სერვისი შევთავაზოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ იმ სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება მოვახდინეთ, რომელზეც დღეს არის მოთხოვნა და, რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება ათი წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ სამედიცინო უნივერსიტეტს განსაკუთრებული დატვირთვა და პასუხისმგებლობა აქვს. ერთი მხრივ, ჩვენი მომავალი თაობებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება, მეორეს მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკის მომარაგება ისეთი პროფესიონალებით, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, საქართველოში ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო შევქმნათ, რომლითაც არამხოლოდ საქართველო იამაყებს, არამედ გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გაუადვილდება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლებისკენ უნდა მიიმართოს.
მისი შეფასებით, ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ სიღარიბეს ებრძვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც გადაგვიდგამს ჩვენ დღიდან დამოუკიდებლობისა. ამავე დროს, ღრმად მწამს, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი გარანტი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული სახელმწიფო 21-ე საუკუნეში. აქ სამედიცინო საზოგადოება ისევე, როგორც ეს იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ პროგრესის ავანგარდში იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (თსსუ) სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის – საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი გაიხსნა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 37
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24