პოლიტიკა

დავით საგანელიძე, სავარაუდოდ, ორშაბათს პარლამენტში მივა

23.05.19 14:50


ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალმა 2 მილიარდ ლარს მიაღწია. გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ „სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული, გარიგებული და ნეპოტიზმის ბუდეს“. ქობულიას ამ განცხადებას პრემიერი ყოფილი ჩინოვნიკის წყენით ხსნის და ამბობს, რომ ეს გაბრაზებული ადამიანის პოზიციაა. თუმცა სახეზეა დაუსრულებელი პროექტები, რომელშიც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან მილიონობით ლარი უშედეგოდ იხარჯება.

ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან ქობულიას მოხსნის შემდეგ, დეპუტატები საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოსმენას ითხოვენ. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოსმენა პარლამენტში სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება.

„საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, რომ ისინი ყოველთვის მზად იყვნენ პარლამენტში მისასვლელად და პრეზენტაციისთვის ფონდში მიღებასაც სთავაზობდნენ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები