პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა - ნაბიჯის გადმოდგმა რომ სურდეს რუსეთს, ამ ნაბიჯს თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გადმოდგამდა

23.05.19 17:15


ნაბიჯის გადმოდგმა რომ სურდეს რუსეთს, ამ ნაბიჯს თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გადმოდგამდა, მაგრამ ვერც ერთ ეტაპზე ვერ დავინახეთ, რომ რაიმე ნაბიჯი გადმოედგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განუცხადა.

სოფიო ქაცარავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მიუხედავად აღნიშნულ ფორმატში ჩატარებული არაერთი შეხვედრისა, ვერანაირი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის დიალოგის ერთ-ერთი ფორმატი, საერთაშორისო ფორმატი, სადაც წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რაუნდი ჩატარდა, ვერანაირი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. დიალოგის გამართვა მაშინ, როდესაც არსებობს დიალოგის ფორმატი, ჟენევის საერთაშორისო ფორმატის გათვალისწინებით... სასაუბრო რთულია მოიძებნოს, რადგან ეს ფორმატი უკვე არსებობს.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნაბიჯი გადასადგმელი რომ ყოფილიყო, ნაბიჯს გადადგამდა თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის ფარგლებში, რადგან იქ არის ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის უსაფრთხოების თემაზე სასაუბრო. ჩვენ ვერც ერთ ეტაპზე ვერ დავინახეთ, რომ რუსეთს რაიმე ნაბიჯი გადმოდგა ამ ფორმატში“, - განაცხადა ქაცარავა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები