მსოფლიო

აზერბაიჯანში, იარაღის საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

26.07.16 21:45


აზერბაიჯანში, იარაღის საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავდნენ ადამიანები, ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსული პრესა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია ქალაქ შირვანში მდებარე ქარხანაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა. საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე საწყობებში ისმის მცირე აფეთქებების ხმა.

საწარმოს ტერიტორიაზე ამჟამად მეხანძრეები მუშაობენ, მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები