საზოგადოება

თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, ზოგიერთ უბანში მაშველების გამოძახება გახდა საჭირო

28.05.19 18:00


თბილისში ძლიერი წვიმისა და ზოგიერთ უბანში სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინებათა რაოდენობამ მოიმატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არავინ დაშავებულა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეების შეტყობინებები ძირითადად გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა და მათი უმეტესობა სარდაფებში წყლის ჩასვლას შეეხება.

ასევე, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასული წყალი უკვე ამოტუმბულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ყველა მისამართზე ხდება სამაშველო ბრიგადების გასვლა და რეაგირება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები