საზოგადოება

უბედური შემთხვევა სოფელ ნაწრეტში - ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს

29.05.19 11:15


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცოლ - ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებში მუშაობენ.

როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები