საზოგადოება

ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

27.07.16 16:05


თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის დასსა და მენეჯმენტს შორის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა.

გადაწყვეტილების მიღებამდე კულტურის მინისტრმა დავით კინწურაშვილს, დირექტორთან ერთად, დღის ბოლომდე პოსტების საკუთარი ნებით დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა კინწურაშვილმა მოწოდება არ გაითვალისწინა და თანამდებობის დატოვების ნაცვლად თეატრში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

სამსახურიდან დათხოვნილია დასის რამდენიმე წევრი, რომლებიც კოლექტივის ნაწილთან ერთად სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვდნენ. დღეიდან ვაკანტურია თეატრის დირექტორის პოსტიც.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები