საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა

30.05.19 12:45


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ფერმერების შეკითხვებს უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობის და საჭიროების შესახებ.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ყურადღება დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე, სერვისების გაუმჯობესებასა და საგრანტო დახმარებების საჭიროებაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ და ახალგაზრდა ფერმერებს არსებულ პროექტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ასოციაციებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ფერმერთა ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები