საზოგადოება

ზაზა ვაშაყმაძესა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა

30.05.19 13:15


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძესა და გაეროს ბავშვთაფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს რელიგიის სააგენტოს დაარსებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ ყურადღება გამახვილდა რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო ნაგებობების დაბრუნების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგებისა და მიღებული დეკლარაციების შესახებ.

ღასან ხალილმა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, მიუხედავათ რელიგიის სააგენტოს ხუთ წლიანი მოღვაწეობისა მას უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ტოლერანტული გარემოს გამტკიცებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშთა ფონდის, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვისა და სამომავლო აქტიური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები