საზოგადოება

,,საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო“ - ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

30.05.19 15:00


ქართული ღვინო პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ნატურალური ღვინოების პირველ ფესტივალზე “Confetti wine fest” იყო წარდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ვინისფერას“ ხელმძღვანელმა მარიუშ კაპჩინსკიმ ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება „საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო..." გამართა, სადაც ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას ადგილობრივი სომელიეები, რესტორნის მეპატრონეები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. მარიუშ კაპჩინსკი მათ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიაზე ესაუბრა.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული ღვინოები: „რქაწითელი 2017“ (თელავის ღვინის მარანი), „საფერავი 2017“ (თელავის ღვინის მარანი), „ჩინური 2015“ (ბექა გოცაძე), „კრახუნა 2016“ (ამირან ვეფხვაძე), რქაწითელი 2017 (ასადელი) და „საფერავი 2017“ (ლევან შიუკაშვილი).

პოლონეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ს აღწევს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები