მსოფლიო

აზერბაიჯანმა „ბოინგთან“ მილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა

03.06.19 13:45


აზერბაიჯანმა „ბოინგ 737 მაქ 8“-ის შესყიდვაზე უარი განაცხადა.

ინფორმაცია „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გაავრცელა. ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას „ბოინგისგან“ 10 ასეთი თვითმფრინავი უნდა ეყიდა.

კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ტექნიკურ გაუმართაობა დასახელდა.

2017 წლის აპრილში აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია „სილქ ვეიმ“ „ბოინგთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ის 10 თვითმფრინავის ყიდვას აპირებდა. გარიგების ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს და თვითმფრინავები აზერბაიჯანს 2020 წლის ბოლომდე უნდა მიეღო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები