პოლიტიკა

ირაკლი ალასანიამ ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან საქართველოს შესახებ ისაუბრა

27.07.16 17:25


”თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ფილადელფიაში მსოფლიო ლიდერთა ფორუმს ესწრება. აღნიშნული ფორუმი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კონგრესის ფარგლებში იმართება. კონგრესზე 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უკვე დასახელდა.

ირაკლი ალასანია შეხვდა ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებს, სადაც გაიმართა საუბარი საქართველოს შესახებ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა , რომ საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იქნება. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ისეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე - ერთი მხრივ ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, მეორე მხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე.

,,მქონდა შეხვედრა კლინტონის საგარეო პოლიტიკის მრჩევლებთან და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სჭირდება საქართველოს. ყურადღება გავამახვილე ორ საკითხზე, ერთია ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგან საქართველოს სჭირდება სტაბილური ეკონომიკა და ინვესტიციები და მეორე - სამხედრო თანამშრომლობა, რათა საქართველო გახდეს უფრო დაცული. რესპუბლიკელები მოვლენ თუ დემოკრატები დიდი იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები