საზოგადოება

ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

04.06.19 15:40


მთაწმინდის გამგეობა ოქროყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია ბ ზონაში, ხორავასა და ყაზბეგის ქუჩებსა და ჩიხებში მიმდინარეობს.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზებული გზის საფარი 11750 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 460 ათასი ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული ქუჩების ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის ახალი საფარი და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. გზები, ასევე, კეთილმოეწყო გ ზონაში, გელოვანის ჩიხებში, სადაც დაზიანებული საფარი 9600 კვ.მ ფართობზე განახლდა. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.

გზების მოწესრიგების პარალელურად, უახლოეს პერიოდში, ოქროყანაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყება.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები