საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ქალბატონი ოლიმპიურ სამოსში გამოეწყვნენ

27.07.16 18:05


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქვეყნის პირველი ქალბატონი მაკა ჩიჩუა, ოლიმპიური ნაკრების მხარდაჭერის მიზნით, სპორტსმენებისთვის შექმნილ სამოსში გამოეწყვნენ, რითაც მათდამი მხარდაჭერა გამოხატეს.

ქართველ ოლიმპიელთა ჩაცმულობას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში.

ინტერნეტსივრცე გადაავსო მომხმარებლების ნეგატიურმა შეფასებებმა, რომლებიც ოლიმპიელთა კოსტიუმებს უგემოვნოდ, ძველმოდურად და არასპორტულად მიიჩნევდნენ.

„გამარჯვება, ქართველო ოლიმპიელებო!", — ასეთი მიმართვა დაურთო მაკა ჩიჩუამ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს.

სურათები პრეზიდენტის დუშეთის სახლის ფონზეა გადაღებული.

შეგახსენებთ: კოსტიუმების შემქმნელი კომპანია „სამოსელი პირველი“ ირწმუნება, რომ ოლიმპიელთა ჩაცმულობაში უძველესი ეროვნული ელემენტები აქვთ გამოყენებული, თუმცა ქართული საზოგადოება ამან ვერ დაამშვიდა და პეტიციაც კი დაიწერა ოლიმპიელთა ფორმის შეცვლის მოთხოვნით.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები