საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა

27.07.16 18:15


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ქართული ენისა და მუსიკის შესასწავლად ჩამოვიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა აღნიშნული პროექტით და ფერეიდნელ ქართველებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ფერეიდნელ ქართველებს ქართული ენის შესწავლის პროცესში და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას.გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ეს მათ ქართული ტრადიციების შენარჩუნებაში დაეხმარება", იუწყებასახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები