ანალიტიკა

სომეხმა ნაციონალისტებმა დაიწყეს საქართველოს დანგრევა - დაწყებულია სახსრების შეგროვება „ჯავახკის“ სეპარატისტებისთვის

05.06.19 12:40


აშშ-ში დაიწყო ტელემარათონი სომხური დიასპორის მხარდასაჭერად, თანხების მოსაზიდად „ჯავახკისთვის“ , რომელიც ორგანიზებულია „ერთობის პლატფორმის“ ინიციატივით
(https://ednews.net/ru/news/world/369942-armyane-pristupili-k-razvalu-qruzii?fbclid=IwAR1clsW1NG50pQwKdmXdrZ28UeDkdodt3bb6RdIPSAt4D0obhCFuOwg7xFE#.XPSql8Wf5_4.facebook).

ტელემარათონის მიზანია თანხების მოზიდვა, რათა სამცხე-ჯავახეთში - ქალაქ ახალციხეში, დააფუძნონ „სპორტული და კულტურული ცენტრი“, რომელიც, ვითომ და, „ქალაქის სომეხი და ქართველი ახალგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს“.

ტელემარათონის ტრანსლაცია ხდება YouTube-ის ინტერნეტ-არხებით GeopoliticalTV (კალიფორნია, აშშ) და Noyan Tapan (ერევანი, სომხეთი) და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ასე დაიწყო სეპარატიზმი მთიან ყარაბაღში და სომხური აგრესია აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ყარაბაღის დაპყრობა სომხური დიასპორისა და სომხეთის მსგავსი ქმედებებით დაიწყო.

თავდაპირველად მათ ფული შეაგროვეს „მთიან ყარაბაღში სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამების განვითარებისთვის“, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ ფულით ყიდულობდნენ იარაღს სეპარატიზმისთვის.

სიტუაცია იმითაა საშიში, რომ ფული გროვდeბა ე.წ „სპორტული და კულტურული ცენტრისთვის“, ხოლო სინამდვილეში ბოევიკ-სეპარატისტების თითქმის ლეგალურ ბანაკზე. კარგადაა ცნობილი, რომ ტერორისტები და ბოევიკები ძირითადად ბაზებზე მზადდებიან, რომლებიც ოფიციალურად არსებობენ „სპორტული ცენტრების“ საფარქვეშ.

ამის შესახებ „KavkazPlus” უკვე წერდა (http://kavkazplus.com/news.php?id=24747#.XPTCVxYzbIU).

ამრიგად, თანხის შეგროვების ეტაპს, ვითომ და „სოციალურ და კულტურულ პროგრამებზე“ „ჯავახკის“ სეპარატისტებისთვის სომეხი ნაციონალისტები უბრალოდ უშვებენ. ნათელია, რომ ისინი ჩქარობენ, ეგრევე ემზადებიან ბოევიკების მოსამზადებლად. სწორედ ამისათვის ისინი აგროვებენ უმდიდრესი ამერიკული სომხური დიასპორის ფულს.

დიასპორაში სომხებს, ჯერ კიდევ „მთიანი ყარაბაღის დახმარებისთვის“ თანხების მოზიდვისას შეუძლიათ „წაიკითხონ სტრიქონებს შორის“. მათ კარგად ესმით, როგორ „სპორტსმენებს“ მოამზადებს „სპორტულ-კულტურული ცენტრი“ ახალციხეში.

ამასთან, სომეხი ნაციონალისტები სამცხე-ჯავახეთში იქცევიან, როგორც „პატრონნი“. ისინი ქვას უშინებენ ქართულ პოლიციას, რომელიც ხელს უშლიდა მათ დაეპყრო უნიკალური ქართული ტაძარი კუმურდოში, უდგამენ ძეგლებს სეპარატისტ ჯალათებს, რომლებიც აფხაზეთისა და ყარაბაღის მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებდნენ. საძირკველამდე ანადგურებენ ძველ ქართულ ეკლესიებს - როგორც ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა სოფელ კორხში.

„ჯავახკი“ სეპარატისტები უკვე ღიად ითხოვენ იარაღს, ვითომ და „თურქეთის საფრთხისგან დაცვისთვის“. იმავდროულად, რეგიონში მუდმივად პოულობენ სამალავებს და იღებენ უკანონოდ შენახულ იარაღს.

ამრიგად, ბოევიკების სწავლების პარალელურად, მიმდინარეობს მათი შეიარაღება.

რა მოხდება, თუკი "სპორტულ და კულტურულ ცენტრში" ათასობით ბოევიკ-სეპარატისტი უმოკლეს ვადებში იქნება მომზადებული? და თუ მათ დასახმარებლად მოვლენ „არწახის“ ტერორისტები. საქართველოს არა თუ შეუძლია სამუდამოდ დაკარგოს სამცხე-ჯავახეთი, არამედ საერთოდ შეწყვიტოს საკუთარი არსებობა, როგორც სახელმწიფომ.



KavkazPlus

წაკითხულია : 1036


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები