პოლიტიკა

ლავროვი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან დილომატიური ურთიერთობები აღადგინოს

27.07.16 18:25


რუსეთის მხარე მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყდა, აღადგინოს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვიტალი ზოლოჩევსკისადმი გაგზავნილწერილში.

ქართულ-რუსული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის გადახედვის თაობაზე ზოლოჩევსკიმ რუსეთის საგარეო მინისტრს მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. ლავროვის საპასუხო წერილში აღნიშნულია ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირის წერილში აღნიშნულია, რომ საკითხის გადაჭრა ქართული მხარის პოზიციების გამო ჭიანურდება.

„მზად ვიქნებოდით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვისაც, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყდა, მაგრამ ოფიციალური თბილისი კვლავ პირობად გვიყენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამოწვევას“, — აღნიშნულია წერილში.

ამასთან, ლავროვი საქართველოს პარლამენტს 2013 წლის მარტში „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ“ მიღებული რეზოლუციის გამო აკრიტიკებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანა „დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“.

„კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობის უარყოფის აბსურდულ პოლიტიკას მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტი, რაც ძირითადად, 2013 წლის 7 მარტს მიღებული რეზოლუციით "საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესახებ“ გამოიხატება“, — დასძინა რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღიარა. საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და აღნიშნული ორი რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია გაიხსნა.

ანალოგიური სექცია, საქართველოს ინტერესების, გაიხსნა მოსკოვშიც.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 721


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები