პოლიტიკა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში 7 ივნისს ნათია თურნავას მოუსმენენ

06.06.19 11:00


პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმენენ. თურნავა 7 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა მიწვეული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს: - ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულება.

კომიტეტის სხდომა 7 ივნისს, 12:00 საათისთვის დაინიშნა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები