პოლიტიკა

ნოდარ ხადური რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

27.07.16 18:45


რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის წევრები საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეხვდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან ააცნობეს, სახელმწიფო ვალის საკითხებში ექსპერტების დელეგაციას რუმინეთის ხაზინის და სახელმწიფო ვალის დირექტორატის გენერალური დირექტორი შტეფან ნანუ ხელმძღვანელობს.

მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრმა რუმინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციისთვის.

”შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციებს გაუწევენ სახელმწიფო ვალის და ლიკვიდობის მართვის საკითხებში”, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები