პოლიტიკა

თინა ხიდაშელი - კორცხელთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები გაცემული არ არის

27.07.16 18:55


თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ერთადერთი უწყებაა ამ ქვეყანაში, რომელმაც კორცხელის შემთხვევას ადეკვატური რეაქცია მისცა, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომელიც კორცხელის ინციდენტთან კახი კალაძის კავშირს ეხება.

როგორც ჟურნალისტებს ხიდაშელმა განუცხადა, კორცხელის შემთხვევასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის, რის კონტექსტშიც მან იმედი გამოთქვა, რომ „დიდი დრო არ დასჭირდება მომხდარზე სიმართლის გაგებას“.

“ჩვენ შეიარაღებული ძალებიდან დავითხოვეთ სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამწუხაროდ, მომხდარში მონაწილეობდა. მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ არც ერთი წამით არ დავუშვებთ, თავდაცვის სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი რაიმე ტიპის ძალადობაში მონაწილეობდეს. ჩვენ ყველანი ერთად ველოდებით ამ საქმეზე გამოძიების დასრულებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 703


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები