საზოგადოება

სვანეთიდან გაუჩინარებული 2 მოზარდი ქობულეთში იპოვეს

27.07.16 19:05


ჭუბერიდან გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.

სამართალდამცავებმა ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ორდღიანი ძებნის შედეგად, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

როგორც “კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ორი დღის წინ გოგონები ღამით სახლში იმყოფებოდნენ, დილით კი ოჯახის წევრებს ადგილზე არ დახვდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთი გოგონა 16 წლის არის, მეორე კი 12-ის.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1108


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები