საზოგადოება

საქართველოში ტექდათვალიერებას ყოველი მეექვსე ავტომობილი ვერ გადის

07.06.19 12:00


ბოლო მონაცემებით, საქართველოში ტექნიკური შემოწმება 232 ათასზე მეტმა ავტომობილმა გაიარა, აქედან წარმატებით - 194 ათასმა (83,6%), ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანგარიშში.

რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად საქართველოში.

საქართველოში, 2019 წლის იანვრის მონაცემებით, 1,3 მილიონზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული.

სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ პირველადი ტექდათვალიერების გასავლელად, ავტომფლობელებმა 16,4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

როგორც IDFI-ში აღნიშნავენ, იმის გათვალისწინებით, რომ განმეორებითი ინსპექტირება მათ სხვა სერვის-ცენტრებში გაიარეს, პირველადი და განმეორებითი ინსპექტირებისთვის ჯამში 19,7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ავტომობილების მართვისთვის, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, დაჯარიმდა 14 ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი, ნათქვამია ანგარიშში.

რატომ ვერ გადიან ტექდათვალიერებას ავტომობილები
მიზეზების დასახელება, თუ რატომ ვერ გადიან ავტომობილები ტექდათვალიერებას, რთულია. როგორც IDFI-ს შსს-ში განუცხადეს, უწყება ამ ინფორმაციას არ აღრიცხავს. შესაბამისად, უცნობია, რა პრობლემებს ჭრიდნენ ავტომობილების მფლობელები მეორადი ინსპექტირებისთვის.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები