მსოფლიო

სააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი თქვა

07.06.19 13:40


უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინადადებაზე დაიკავოს მისი პარტიის, „უდარ-ის" თავმჯდომარის თანამდებობა.

ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს, სააკაშვილთან კონტაქტის მქონე რამდენიმე პირზე დაყრდნობით.

თავად მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

ვიტალი კლიჩკო ფეისბუქით უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ახალ ამბებს სააკაშვილთან კავშირის შესახებ ემოციის გარეშე ვკითხულობ.

ჩემი ჟესტი უკვე გავაკეთე. რთულ სიტუაციაში შევთავაზე მხარში დგომა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჩემმა მხარდამჭერმა ეს იდეა არაერთგვაროვნად აღიქვა. არსებობს სიტყვა და არსებობს საქციელი. მე პოლიტიკურ გეგმებს არ ვცვლი“ - წერს კლიჩკო.

კიევის მერმა, ყოფილმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის, „უდარ-ის" თავმჯდომარეობა შესთავაზა.

კლიჩკოს შეთავაზების შემდეგ, მიხეილ საააკშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ვიტალი კლიჩკოს წინადადება ღირსეულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მხარდამჭერების აზრის გათვალისწინებით მიიღებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები