პოლიტიკა

თბილისი ყარაბახში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა

16.05.16 18:40


საქართველო ყარაბახში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა, განაცხადა კვირას გაბალაში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ 2 აპრილს განაცხადეს. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ. კონფლიქტის მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, თუმცა მას შემდეგ ორივე მხარე აკეთებს განცხადებას ამ რეჟიმის დარღვევის შესახებ.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 46


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები