პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა

10.06.19 10:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნიკოლას რემილარდმა მამუკა ბახტაძეს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება. შეხვედრისას მთავრობის მეთაურმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობს.

მამუკა ბახტაძე გახსნითი სესიის მონაწილეებს მიმართავს და ჩაერთვება დისკუსიაში თემაზე - "გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში".

მონრეალის კონფერენცია, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითად საკითხებზე მსჯელობისთვის თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფო, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმი ასევე ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას.

მონრეალის კონფერენცია 10 ივნისს გაიხსნება და 13 ივნისს დასრულდება.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები