საზოგადოება

გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

10.06.19 16:30


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი (გეგა) შენგელია, მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

მისი უფლებამოსილება, დღეს, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად ცნო.

"პირველ რიგში მადლობას გიხდით ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ 30000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც სრულიმხარდაჭერა აღმითქვა და იმ ამომრჩევლებსაც, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს. ის სამუშაოები რაცზუგდიდში მიმდინარეობს აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ჩემთვის მთავარიყველა ზუგდიდელის ინტერესის გათვალისწინებაა“ - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები