1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში (ნაწილი 9)

27.07.16 19:55


06. 1919 -04. 1920 წწ. ურთიერთობების დარეგულირებისა და ტერიტორიული კომპრომისების მცდელობები

1918 წლის დეკემბრის ომმა და 1919 წლის მორიგებამ ვერ მიიყვანა საბოლოო გადაჭრამდის სომხეთსა და საქართველოს შორის ტერიტორიული უთანხმოება. 1919 წელსა და 1920 წლის დასაწყისში წარმოიშვა ახალი დავები გამიჯვნის გამო ორთავე რესპუბლიკის ყარსის ოლქში და ბათუმის მხარეში შეჭრისას. ეთნიკური და ისტორიული ხასიათის მთელ რიგ არგუმენტებზე დაყრდნობისას, რომელთა დეტალური აღწერა ცალკე გამოკვლევას საჭიროებს, საქართველო პრეტენზიას აცხადებდა მთელს ბათუმის მხარეზე, აგრეთვე ყარსის ოლქის არდაგანისა და ოლთისის მხარეებზე. იმავე დროს სომხური მხარეც აცხადებდა პრეტენზიას ოლთისის მხარის ტერიტორიაზე და არდაგანის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე, თვლიდა რა მას „რუსეთის სომხეთის" ნაწილებად, ღიად ტოვებდა ბათუმის მხარის სტატუსის საკითხს.



საქართველოსა და სომხეთის ექსპანსიის გეგმები დასავლეთის მიმართულებით 1914 წლის რუსეთ-თურქეთის საზღვრის ხაზამდის კატეგორიულად იქნა უარყოფილი სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1919 წლის 18 იანვარს ქ. ყარსში ზემოთხსენებული მუსულმანური ეროვნული საბჭოსა და თურქეთის მე-9-ე არმიის სარდლობის ინიციატივით. [1] იყენებდა რა ეფექტურად ანტანტის ქვეყნების მიერ თვითგამორკვევის პრინციპს, ყარსის ფარხუდინ პირიოღლის მთავრობამ რამდენიმე ხანს შეძლო მოეპოვებინა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. [2] ბათუმიდან მოსულმა ბრიტანულმა რაზმებმა ბლოკპოსტებიც კი დააყენეს ერევნის გუბერნიის საზღვართან, არ ასვებდა რა ყარსის ოლქის სომეხ ლტოლვილებს. [3] ბრიტანულმა მიდგომამ სამხრეთ დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკისადმი 1919 წლის თებერვალში განიცადა ცვალებადობა, მათი შეიარარებული რაზმების ბრიტანელ სამხედროებსა და მოქალაქეებზე თავდასხმის შემდეგ, აგრეთვე საქართველოს მმართველობაში მყოფი თბილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მხარეების დაბრუნების ძალისმიერი მცდელობის შემდეგ. [4] 1919 წლის თებერვალში გენერალმა ტომპსონმა უფლება მისცა საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს ყარსის ოლქის საკუთარი ჯარების ოკუპირებისა ბრიტანეთის 27 დივიზიის ნაწილების მხარდაჭერაზე დაყრდნობით.[5] მთელი რიგი სამხედრო ოპერაციების მსვლელობისას, რომლებიც ჩვენი ნაშრომის ფარგლებს მიღმაა, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ლიკვიდირებულ იქნა 1919 წლის 12 აპრილს, მისი ლიდერები კი დაპატიმრებულნი და გასახლებულნი. ყარსისა და ყაღისმანის ოლქების დიდ ნაწილი ოკუპირებული იქნა სომხეთის ნაწილების მიერ, ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოკლებით, რომლებიც ეკავათ მუსულმანურ (ქურთულ-თათრულ-თურქულ) მილიციას, მთელი არდაგანის მხარე დაკავებული იქნა ქართული ჯარების მიერ, ბათუმის ოლქი და ოლთისის მხარე აღმოჩნდა ბრიტანეთის ოკუპაციის ზონაში. სომხეთის სიახლოვეს მყოფ თვით ქალაქ ყარსში იმყოფებოდა, აგრეთვე ბრიტანული გარნიზონი (ნახეთ მეხუთე რუკა)

ჯერ კიდევ 1919 წლის მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ყარსის ოლქში გრძელდებოდა ბრძოლები, გენერალმა ტომპსონმა განსაზღვრა გამიჯვნის ახალი ხაზები სომხეთ-საქართველოს სადაო ზონაში. ტომპსონის გეგმის მიხედვით დროებით (პარიზის სამშვიდობო კონფერენციის გადაწყვეტილებებამდის) სომხეთის იურისდიქციის ხაზები ემთხვეოდა მხოლოდ ყარსისა და ყაღიზმანის ოლქებს, საქართველო თავის მმართველობაში ღებულობდა არდაგანის მხარის ჩრდილოეთ ნაწილს (გამყოფი ხაზი მიდიოდა დაახლოებით მდინარე მტკვარზე). ოლთისი და არდაგანის მხარის დანარჩენი ნაწილი გადაეცემოდა ბრიტანეთის ადმინისტრაციის იურისდიქციას ბათუმში. ამის პარალელურად ტომპსონი გეგმის მიხედვით მოითხოვდა ახალციხისა და ახალქალაქის მხარეებზე ან მის რომელიმე ნაწილზე სომხეთის პრეტენზიის მოხსნას, აგრეთვე სთავაზობდა ლორის ნეიტრალური ზონის გაყოფას საქართველოსა და სომხეთს შორის [მეხუთე რუკა], რომლითაც საქართველოს გადაეცემოდა ალავერდის სპილენძის სადნობი ქარხნების რაიონი, სომხეთს კი სადგური სანაინი.

თბილისში მიღებული (თუმც უხალისოდ და როგორც დროებითი გადაწყვეტილება) ტომპსონის გეგმამ ერევანში პროტესტი გამოიწვია. არდაგანის ოლქში გამიჯვნის წინადადების განხილვისას, სომხური მხარე მზად არ იყო ბოლომდის უარი ეთქვა ახალციხის ოლქზე და ლორეს ნაწილზე. Aამ საკითხში სომხეთის მთავრობამ მიიღო აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის ბენჯამენ ბ. მურისა და ბათუმის ბრიტანელი გუბერნატორის კუკ-კოლისის მხარდაჭერა. [7]

ამის შედეგად კი ქართულმა ჯარმა ტომპსონის ხაზიდან დაიხია უკან, მაგრამ სომხეთ –საქართველოს საზღვრის სხვა მონაკვეთებსა და ნეიტრალურ ზონაში შენარჩუნდა სტატუს-კვო.

1919 წლის შუა ხანებში სომხეთისა და საქართველოს სამთავრობო წრეებს შორის შეინიშნებოდა დაახლოებისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის ტენდენცია. დელეგაციათა გაცვლებმა და ორმხრივმა მოლაპარაკებებმა, რომელნიც მიმდინარეობდა 1919 წლის ზაფხულის განმავლობასა და ადრეულ შემოდგომაზე, წლის ბოლოსთვის შედეგად გამოიღო მთელი რიგი ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებების დადება (უმეტესწილად ეროვნულ უმცირესობათა უფლებების საკითხებზე, ეკონომიკასა და ტრანზიტზე), აგრეთვე სამინისტროებისა და მაღალი დონის პოლიტიკოსთა (რამიშვილი, ჟორდანია, ვრაციანი და სხვა.) საჯარო გამონათქვამები, რომლებიც გამსჭვალული იყო შერიგების სულისკვეთებით. [8] ამავე დროს, ტერიტორიულ საკითხზე ორთავე ქვეყნის მთავრობები ვერ მივიდნენ ურთიერთ მისაღებ შეთანხმებამდის. სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები თბილისის გუბერნიასა და ყარსის ოლქზე, რომლებიც სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარადგინა, მხოლოდ უმნიშნელოდ იყო მოდიფიცირებული 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის დაწყების წინანდელ პრეტენზიებთან შედარებით. საქართველოც კვლავინდებურად დაჟინებით აცხადებდა თავის უფლებებს თბილისის გუბერნიის მთელს ტერიტორიაზე და ყარსის ოლქის ორ მხარეზე (არდაგანისა და ოლთისის). [9] მითუმეტეს, 1991 წლის ივლისში, სომხეთის სამხედრო მინისტრმა ქრისტოფერ არარატიანმა სომხეთის საგარეო სამინისტროში წარადგინა საქართველოსა და სომხეთს შორის კომპრომისული საზღვრის პროექტი. არარატიანის წინადადების თანახმად სომხეთი ღებულობდა ლორეს ნეიტრალური ზონის ორ მესამედს და ახალქალაქის მაზრის ნახევრამდის. „არარატიანის ხაზი" უნდა გასულიყო სომხეთის ქედზე [10] ნეიტრალური ზონის საზღვრის სამხრეთით, შემდგომ ამისა ჯავახეთის ქედიდან რამდენიმე მილზე უკანდახევით, ის უხვევდა ახლაქალაქის მაზრის საზღვრიდან დასავლეთით, მოიცავდა სოფელ ბოგდანოვკას (ნინოწმინდა) და შემდეგ – ხონჩალოსა და ხოზალინის (ქარცახი) ტბების ჩრდილოეთით, სამხრეთით ტბა თაფარავანიდან მდინარე მტკვარამდის თბილისის გუბერნიისა და არდაგანის მხარის საზღვრის ხაზზე.

არდაგანის მხარეში ის ემთხვეოდა საქართველოსა და სომხეთს შორის უკვე არსებულ სადემარკაციო ხაზს ბათუმის მხარის საზღვრამდის [ნახეთ რუკა 6]. Eპროექტი წარედგინა საქართველოს დელეგაციას პარიზში, მაგრამ არ იქნა მომავალ საზღვრად მიღებული. უარყო რა „არარატიანის კომპრომისი", საქართველოს დელეგაცია გამოვიდა კონტრწინადადებით, რომლის თანახმადაც ლორის ზონა იყოფოდა „ტომპსონის ხაზზე", მთელი ახალქალაქის მაზრა კი რჩებოდა საქართველოსთან. საქართველო კვლავინდებურად ტოვებდა უცვლელ მოთხოვნად სუვერენიტეტს მთელს არდაგანის მხარეზე, მაგრამ გამოხატავდა მზადყოფნას უარი ეთქვა მთელს ოლთისის მხარეზე სომხეთის სასარგებლოდ დაეთმო [11] (ეს უკანასკნელი ფაქტიურად კონტროლირდებოდა ჯაფარ ბეის მუსულმანური მილიციის მიერ).

კომპრომისული გამიჯვნის ქართული ვარიანტი, თავის მხრივ არ მიიღო სომხეთის მხარემ. რვა თვის შემდეგ კი სომხეთსა და საქართველოს შორის წარმოიშვა დამატებითი ტერიტორიული დავა ბათუმის მხარის მომავალ სტატუსთან დაკავშიებით და სომხეთი მოითხოვდა მისთვის ბათუმის პორტის, მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირის (აჭარაში) გადაცემას და ალექსანდროპოლ-ბათუმის სარკინიგზო მონაკვეთის კონტროლს. [12]

შედეგად კი, არა მარტო 1918 წლის დეკემბრის ომის ფაქტს, არამედ სომხეთსა და საქართველოს შორის ახალ ტერიტორიულ დავებს, რომლებიც 1920 წლის შემოდგომამდის გრძელდებოდა, ანტანტის წამყვანის სახელმწიფოების ლიდერები პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე აქტიურად იყენებდნენ ორთავე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტანტის ქვეყნები აყოვნებდენ სამხრეთკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებებს, დე ფაქტოდაც კი (მაგალითად სომხეთმა აღიარება მიიღო 1920 წლის იანვარში – მის დაცემამდის წელიწადზე ნაკლები დროით) სან-რემოს კონფერენციაზე 1920 წლის აპრილში პირდაპირ და არადიპლომატიურად მიანიშნეს სომხეთისა და საქართველოს მთავრობებს, რომ არ იყო სასურველი მიემართათ ანტანტის უმაღლესი საბჭოსადმი მანამდის, სანამ არ გამოიმუშავებდენ „საერთო პლათფორმას", ე. ი. სანამ არ მორიგდებოდნენ სადაო საკითხებში ურთიერთშორის. [13]

————————–

[1] Hovannisian, Vol. I, р. 205
[2] Kazemzadeh, pp. 199-200
[3] A.С. Лукомский, «Деникин и Антанта» в Революция и гражданская война в описаниях белогвардейцев: Деникин – Юденич – Врангель (Mосква, 1927), стр. 92.
[4] Hovannisian, Vol. I, рр. 210-212
[5] Там же, р.213
[6] Hovannisian, Vol. I, р. 213
[7] Там же, рр. 218-220
[8] Hovannisian, Vol. II, рр. 159-167
[9] Там же, р. 193
[10] Согласно Ованнисьяну граница проходила по «Борчалинскому хребту», однако геогорафическая литература и топографические карты не дают никакой информации о хребте с таким названием, в то же вемя на описываемой линии предлагаемой границы имеется Сомхетский хребет (Авт.)
[11] Там же, р.154-155
[12] Hovannisian, Vol. III, р. 114
[13] З. Авалов, Независимость Грузии в международной политике; 1918-1921 гг. (Париж, 1924),
стр. 270-276

წაკითხულია : 694


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები