პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ცხადია, რომ ნატო-სა და ევროკავშირში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს

11.06.19 11:00


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს. როგორც მან ჟენევაში, სააგენტო „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ხვდება, რომ მათი მომავალი ჩრდილოეთს არ უკავშირდება.

„მე არ მაქვს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ, ჩემი აზრით, ცხადია, რომ ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს და ევროკავშირში მიმავალ გზასაც – განსხვავებულად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში.

​ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ხვდება, რომ პერსპექტივა ჩრდილოეთით არ არის“, – ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, დასავლეთმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.

„მათ მეტი უნდა ისაუბრონ ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს.

საქართველოს საკითხი რუსეთთან ყველა შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები