პოლიტიკა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს - მოუთმენლად ველით თბილისში საელჩოს გახსნას

11.06.19 12:15


შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს შეხვდა.

,,ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შეხვედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას",- აღნიშნა ერნა სოლბერგმა.

ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის ხსნის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

,,ჩვენ მოუთმენლად ველით ამას", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით.

,,ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ამ სფეროში ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთობლივად", - განაცხადა ერნა სოლბერგმა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები