ანალიტიკა

სომხეთი ღიად ემუქრება საქრთველოს ომით: „თბილისის საყურადღებოდ: ხელები შორს „ჯავახკისგან“ - ძირძველი სომხური მიწისაგან!“

11.06.19 12:30


როგორც „კავკაზ პლიუსი“ ვარაუდობდა, სეპარატისტები და სომეხი ნაიონალისტები არ აპირებენ უარი თქვან „ყარაბაღის სცენარზე“ სამცხე-ჯავახეთთან მიმართებაში.

ახალქალაქის სომხების მხრიდან ქართული პოლიციის ლეგიტიმურ მოთხოვნებზე აშკარა დაუმორჩილებლობის შემდეგ, რაზეც წერდა „კავკაზ პლიუსი“ სტატიაში „სომხები ახალქალაქში ქართულ პოლიციას თავს დაესხნენ“, დადასტურება, რომ ეს არ არის "შემთხვევითი" ეპიზოდი.

სომხეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთში მზადდება იმავე სცენარით, რომელიც აზერბაიჯანის ყარაბაღის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული და ღია ულტიმატუმებიც ისმის.

ზუსტად ასე შეგვიძლია განვიხილოთ 7 ივნისს (ახალქალაქის ინციდენტის მეორე დღეს) გამოქვეყნებული მასალა, ამჟამინდელ სომხურ ხელისუფლებასთან ახლო მდგომი გამომცეცემლობის ArmenianReport-ის, რომელიც ძალზედ ულტიმატური სათაურითაა: თბილისის საყურადღებოდ: „ხელები შორს „ჯავახკისგან“ - ძირძველი სომხური მიწისაგან!“

(http://armenianreport.com/pubs/219629/). მთლიანად მოგვყავს მოცემული სომხური ულტიმატუმი:

„სომხებით დასახლებულ ჯავახკში კვლავ არაა სიმშვიდე. ამ დღეებში მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ პროვოცირებული დაპირისპირება ადგილობრივ ეროვნებით სომეხ მოსახლეობასთან , რომლის შედეგადაც ჯავახკების ხმაურიან პროტესტში გადაიზარდა. ქართული მედიის ინფორმაციის მიხედვით, ახალქალაქში საგზაო მოძრაობის დარღვევა გახდა სკანდალისა და დაპირისპირების მიზეზი პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

როგორც მოსალოდნელი იყო, საკუთარ კომენტარში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი თანამშრომლების ქმედებები გაამართლა და ბრალი დასდო ადგილობრივ მოსახლეობას. ქართულმა საზოგადოებამ იგივე პოზიცია დაიკავა, რომელსაც ყოველთვის არ მოსწონდა ჯავახკის სომხები.

თუმცა, სხვას ჩვენ არც ველოდით საქართველოს ხელისუფლებისგან ან ჩვეულებრივი ქართველებისგან. ჯავახკის მკვიდრი მოსახლეობის შეურაცხყოფა დაიწყო სსრკ-ს დაშლის დროს, როდესაც გამსახურდიას ხელმძღვანელობით ჭეშმარიტი შოვინისტები საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ. მაშინ სომხებს ღიად უთხრეს, რომ ისინი „უცხო ელემენტები“ იყვნენ „საქართველოს მიწაზე“ და ისინი სომხეთში უნდა წავიდნენ. ის ფაქტი, რომ ჯავახკი ძირძველი სომხური მიწაა და რომ ახალქალაქი საქართველოსკენ გადავიდა მხოლოდ ბრიტანეთის ზეწოლის შემდეგ, ქართველები, რომლებიც ნაციონალიზმით არიან დამთვრალნი, ამას არ იხსენებენ.

მაგრამ შევარდნაძის დროს, ჯავახეთში სომხების ცხოვრება არ გაუმჯობესებულა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ იყო იძულებული მოსახლეობა რუსეთში გამგზავრებულიყო სამუშაოდ, რადგან საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან კრიტიკული იყო. ქართველები, რბილად რომ ვთქვათ, სომხებს ნეგატიურად ეპყრობოდნენ.

კიდევ უფრო უარესი იყო სააკაშვილის დროს, რომელიც თურქებისა და აზერბაიჯანელების ქვეშ მოექცა. შესაბამისად, ჯავახკის მოსახლეობაზე ზეწოლა გაიზარდა. ადგილობრივ მოსახლეობას უკრძალავდნენ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას და ყოველმხრივ ნაციონალურ საფუძველზე ავიწროებდნენ. სააკაშვილმა გააძლიერა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა ჯავახკისა. ეს კეთდებოდა სპეციალურად იმისათვის, რომ იქიდან სომეხი მოსახლეობა გაეყვანათ, რომელიც ხელს უშლიდა როგორც ქართველებს, ასევე თურქებსა და აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ რეგიონის გავლით სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციების გაყვანას ახორციელებდნენ. სიტუაცია გაუარესდა ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის გამო, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ადამიანი გახდა უმუშევარი და რუსეთის მიერ სომხების დაცვაც გაქრა, რამაც ქართველ ფაშისტებს ხელი შეუწყო. ჯაკახკ აქტივისტებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვით გამოდიოდნენ, ოფიციალურმა თბილისმა და ქართულ პროპაგანდამ „სეპარატისტები“ უწოდეს და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ იქნა რეპრესიები და სადამსჯელო ქმედებები.

მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ შეცვალა სომხებით დასახლებული ჯავახკის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა. დღეს, ისევე, როგორც გამსახურდიასა და სააკაშვილის დროს, მიზნად ისახავს მიზანმიმართულ ანტი-სომხური პოლიტიკის გატარებას, მიმდინარეობს იძულებითი გაქართველება სომხების, რომლებიც საკუთარ ისტორიულ მიწაზე ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, თბილისის ასეთი დამოკიდებულება ჯავახკების მიმართ მხოლოდ სომხეთის პასიურობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ჩვენს ხელისუფლებას, როგორც ყოფილს, ასევე ამჟამინდელს, არ სურთ ჯავახკის გამო თბილისთან ურთიერთობების გაფუჭება, შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის ბლოკადის მდგომარეობის გამწვავება.

ქართველები კარგად გრძნობენ ამას და შესაბამისად, თავს უფლებას აძლევენ რეგიონის მოსახლეობასთან ასეთ მოპყრობას. თუ სომხების ნაცვლად ჯავახკში ქართველები ან, მაგალითად, აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მიიღებდა ყველაზე მძიმე ზომებს პოლიციელების მიმართ, რომლებიც ხალხს თავს დაესხნენ.

განასაკუთრებით, თუ დაზარალებულთა შორის იქნებოდნენ აზერები - ბაქო და ანკარა ქართველებს კუთხეში მოამწყდევდნენ. მაგრამ ჯავახკებს მოსარჩელე არ ჰყავთ და ამიტომ ქართველები თავს უფლებას აძლევენ იმას, რასაც სხვასთან მიმართებაში არ აძლევენ.

დღეს ჯავახკის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილია ყველა მომდევნო შედეგებით. სანამ ოფიციალური ერევანი, ჩვენი მედია და საზოგადოება დაიკავებს დაშორებულ პოზიციებს, საზღვრის მეორე მხარეს მყოფი ხალხი განაგრძობენ შეურაცხყოფას ეროვნულ საფუძველზე. კიდევ რამდენ ხანს უნდა ავიტანოთ ქართველების მსგავსი დამოკიდებულება ჩვენს თანამემამულეებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენთან ერთად ყოველთვის იმყოფებოდნენ სულითა და სხეულით, რომლებიც არწახში ჩვენთან ერთად იბრძოდნენ? იქნებ დროა შევახსენოთ თბილისს, ვის მიწაზე ცხოვრობს ჯავახკის ხალხი? ჩვენ უკვე შევახსენეთ აზერებს. მოვიდა თუ არა ქართველების დროც, მით უმეტეს, რომ ჩვენი „ჩრდილოელი მეზობელი“ მხოლოდ იმ მომენტს ელოდება, რომ ქუდზე ხელი წაავლოს მას?
ტევოს არშაკიანი ArmenianReport“.

შეგახსენებთ, რომ სომეხი -„ჯავახკები“ სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ 1830 წელს გამოჩნდნენ, სადაც ისინი თურქული ერზერუმიდან გადავიდნენ.

თუმცა, აფხაზეთში ისინი მოგვიანებით გამოჩნდნენ - რამაც ხელი არ შეუშალა ბაგრამიანის ბატალიონს და სხვა ბანდფორმირებებს, მოეხდინათ ქართული მოსახლეობის გენოციდი და მასობრივი გაძევება.

ამდენად, ულტიმატუმი უფრო სერიოზულია. უფრო მეტიც, ის „შთააგონებს“ სომეხი „ჯავახკების“ სეპარატისტებს საქართველოს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა და დაძაბულობის ესკალაციისთვის. როგორც აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან შეიარაღებული მხარდაჭერით.

სიტუაცია უკიდურესად საშიშია და საქართველოს მთავრობამ გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს სომხების მიერ „ჯავახკის“ სეპარატიზმზე. დღეს თუ გადამწყვეტი ზომები არ იქნება მიღებული ადგილობრივ და ქართულ მიწაზე კანონით დადგენის მიზნით, ხვალ ძალიან გვიანი იქნება.



KavlazPlus

წაკითხულია : 4978


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები