პოლიტიკა

ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები შეიძლება ჩაიშალოს - გიორგი ქობულია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას აფრთხილებს

11.06.19 12:45


ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ჩაშლის საფრთხეებზე საუბრობს და ხელისუფლებას აფრთხილებს.

ყოფილი მინისტრისთვის კითხვებს აჩენს ფოთის პორტის ხელშეკრულებაც.

ქობულია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

„თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდის სცენარი, მაგრამ მე განვაცხადე ამ სცენარზე იმიტომ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. უნდა გავიაზროთ ის, რომ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც ასეთ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ბრძანების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო, მაგრამ, როგორ მოხდა ეს მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი.

პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის,“-აცხადებს ქობულია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები