პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მოლაპარაკებას სთავაზობს

11.06.19 13:00


საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, არსებობს ეუთოს 20-ზე მეტი რეკომენდაცია და მზად არიან, კვალიფიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიციასთან, სამუშაო მაგიდასთან დასხდნენ.

„შუალედურ არჩევნებში წაგების შემდეგ, ოპოზიცია ძალიან დაბნეულია. ამ დამარცხების გამო, ცდილობს თავი უსაფუძვლო არგუმენტებით იმართლოს. ამიტომ მათ ვთავაზობთ, ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო, რაზეც ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ნება უკვე გამოვხატეთ, სამუშაო მაგიდასთან დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ ის ცვლილებები, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა საჭიროებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები