პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსი” სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

11.06.19 13:20


“პარტიოტთა ალიანსი” პროკურატურას მიმართავს, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყოს.

განცხადება ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დავითგარეჯას საკითხზე საუბრისას გააკეთა.

“უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც სადემარკაციო კომისიამ მთელი ამ წლების განმავლობაში დაუშვა და ეს უბრალოდ შეცდომები არ არის.

ჩადენილია დანაშაული. კომისიის მუშაობა მთელი წინა წლების განმავლობაში – რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან – ეს არის გამოსაძიებელი. მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება. თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა ინაშვილმა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები