პოლიტიკა

პრეზიდენტის პრესსპიკერი - არჩევნებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა - დარღვევები იყო, როგორც ყველა სხვა არჩევნებზე და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი გაანალიზება

11.06.19 14:05


დარღვევები იყო, როგორც ყველა სხვა არჩევნებზე და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი გაანალიზება და შეფასება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საერთო შეფასებით, მთაწმინდის ოლქში არჩევნები შედგა და ერთ-ერთმა კანდიდატმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

"ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით შემიძლია მივულოცო გამარჯვება გამარჯვებულ კანდიდატს. არჩევნებმა საერთო შეფასებებით ჩაიარა ნორმალურ ვითარებაში. რა თქმა უნდა, დარღვევები იყო, როგორც ყველა სხვა არჩევნებზე და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი გაანალიზება და შეფასება იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე იყოს უფრო კარგი საარჩევნო გარემო. ამ ეტაპზე საერთო შეფასებებით არჩევნები შედგა და საკმაოდ მაღალი უპირატესობით გაიმარჯვა ერთ-ერთმა კანდიდატმა",-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები